Skip to main content

სახლისაშენება.გე

სახლის აშენება

სახლის აშენება – საკუთარი საცხოვრებლის დაგეგმვა, პროექტირება და რეალიზება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ფინანსური თუ ემოციური ნაბიჯია. როდესაც დღის წესრიგში სახლის აშენება დგება, ჩნდება ასობით კითხვა: საიდან დავიწყოთ სახლის მშენებლობა, რა ჯდება მასალები, როგორ ავარჩიოთ სანდო მშენებელთა ბრიგადა და რა განსხვავებაა შავ, თეთრ თუ მწვანე კარკასებს შორის.

კერძო სახლის მშენებლობა

კერძო სახლის მშენებლობა - სრული გზამკვლევი, ეტაპები და ხარჯთაღრიცხვა

სახლის მშენებლობის დაწყება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომასა და თითოეული დეტალის წინასწარ გათვლას მოითხოვს. როდესაც დღის წესრიგში სახლის აშენება დგება, მთავარი გამოწვევა ბიუჯეტის სწორი ოპტიმიზაცია, ტექნოლოგიური პროცესების მართვა და კვალიფიციური კადრების მოძიებაა.

ბეტონის ჩასხმა, სახლის აშენების პროცესი.

კერძო სახლის აშენება: საწყისი ეტაპები და მოსამზადებელი სამუშაოები

წარმატებული კერძო სახლის აშენება იწყება არა საძირკვლის გაჭრით, არამედ საფუძვლიანი მოსამზადებელი ეტაპით.

სწორად დაგეგმილი სახლის მშენებლობის პროცესი, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი საცხოვრებელი იქნება უსაფრთხო, ენერგოეფექტური და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის მზადყოფნაში. წინამდებარე გზამკვლევში დეტალურად განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც სახლის მშენებლობის პროცესთან არის დაკავშირებული.

  • მიწის ნაკვეთის ანალიზი: გეოლოგიური კვლევა ადგენს გრუნტის მახასიათებლებსა და წყლის დონეს, რაც განსაზღვრავს საძირკვლის ტიპს.
  • არქიტექტურული პროექტირება: მოიცავს შენობის გეგმარებას, კონსტრუქციულ გაანგარიშებებსა და საინჟინრო ქსელების პროექტს.
  • ნებართვების მოპოვება: მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება.
კერძო სახლის აშენება

ჩვენი შესრულებული პროექტები

სახლის აშენება
კერძო სახლის მშენებლობა
კერძო სახლის აშენება
saxlis aSeneba

ჩვენი სამშენებლო კომპანიის უპირატესობები

  • 11+ წლიანი სამშენებლო გამოცდილება – ლიცენზირებული და რეგისტრირებული სამშენებლო საქმიანობა შესაბამისი ნებართვებისა და რეგულაციების დაცვით.
  • 108 დასრულებული სახლი – ვადებში დასრულებული მშენებლობა და მშენებლობის პროცესში პროფესიული დაზღვევა პროექტის მონაწილეებისა და სამუშაო პროცესის დამატებით დასაცავად.
  • სანდო სამშენებლო პარტნიორები – საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამშენებლო მასალები სანდო მწარმოებლებისა და მომწოდებლებისგან.
  • გამოცდილი სპეციალისტები – პროფესიული სერტიფიკატები და კვალიფიკაცია ჩვენი სპეციალისტების გამოცდილებისა და კომპეტენციის დასადასტურებლად.
  • ადგილობრივი გამოცდილება – პროფესიულ ორგანიზაციებთან წევრობა, სამშენებლო სფეროს შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებში და გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება.
  • ხარისხის კონტროლი – ხარისხის მართვის მიდგომა რომელიც ეფუძნება ISO 9001 ის პრინციპებს და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო პრაქტიკას.
  • ხარისხიანი მასალების შერჩევა – მასალების შერჩევა გამძლეობის და ენერგოეფექტურობის შესაბამისად.
  • სანდოობის დამატებითი გარანტიები – გამჭვირვალე ხელშეკრულება და ხარჯთაღრიცხვა სამუშაოების მოცულობის, პირობებისა და ეტაპების წინასწარ განსაზღვრა.
  • კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია – წერილობითი გარანტია შესრულებულ სამუშაოებზე მკაფიო საგარანტიო პირობებით.
100 კვ სახლის მშენებლობა

კარკასის მშენებლობა და ძირითადი ფაზები

ნაგებობის მზიდი სისტემის მოწყობა სამშენებლო პროცესის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილია. კარკასის მშენებლობა მოიცავს

  • საძირკვლის ჩასხმა: ლენტური, მონოლითური ფილა ან ბოძოვანი საძირკველი გეოლოგიის შესაბამისად.
  • მზიდი კონსტრუქციები: რკინაბეტონის სვეტების, რიგელებისა და სართულშორისი გადახურვის ფილების არმირება და ბეტონირება.
  • გადახურვა: სახურავის კონსტრუქციის მოწყობა (ბრტყელი ან ქანობიანი გადახურვა).

შავი კარკასი

შავი კარკასის მშენებლობა და მისი კომპონენტები

შავი კარკასის მშენებლობა გულისხმობს შენობის ძირითადი კონსტრუქციული ჩონჩხის შექმნას.

რას მოიცავს შავი კარკასი?

  • მიწის სამუშაოებსა და საძირკვლის ჩასხმას.
  • რკინაბეტონის მზიდ კარკასს.
  • გარე კედლებისა და შიდა ტიხრების ამოყვანას (ბლოკი, აგური ან გაზობეტონი).
  • გადახურვასა და საიზოლაციო შრეებს.

შავი კარკასის მშენებლობა

შავი კარკასის აშენების ფასი და საბაზრო ღირებულება

დამკვეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია, თუ რა ჯდება შავი კარკასის აშენება.

შავი კარკასის აშენების ფასი ფორმირდება მასალების (არმატურა, ბეტონი, ბლოკი) ხარისხით, რელიეფის სირთულითა და არქიტექტურული ფორმებით.

მშენებლობის ეტაპი / ტიპისაშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე (USD)
სტანდარტული შავი კარკასი$180 – $220 (470 GEL-დან)
ენერგოეფექტური შავი კარკასი$280 – $350
თეთრი კარკასი$380 – $520
მწვანე კარკასი$600 – $800+
სახლის მშენებლობა ფასადის გაკვრა

რა ჯდება სახლის აშენება

რა ჯდება 100 კვადრატული სახლის აშენება?

პასუხი კითხვაზე – რა ჯდება 100 კვადრატული სახლის აშენება? –  დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობამდე მიყვანას გეგმავთ. კერძო სახლის აშენების ფასი იზრდება შიდა კომუნიკაციებისა და მოპირკეთების სამუშაოების დამატებასთან ერთად.

100 კვ.მ ფართობის საცხოვრებლისთვის ბიუჯეტი დაახლოებით ასე გადანაწილდება:

  • შავი კარკასის მდგომარეობა: $20,000 – $28,000
  • თეთრი კარკასის მდგომარეობა: $38,000 – $52,000
  • სრული რემონტით (საცხოვრებლად მზად): $60,000 – $80,000

თეთრი კარკასის აშენება

თეთრი კარკასის მშენებლობის ფასი და შიდა სამუშაოები

შავი კარკასის დასრულების შემდეგ იწყება შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობა. თეთრი კარკასის მშენებლობის ფასი მოიცავს:

  • მეტალო-პლასტმასის ან ალუმინის კარ-ფანჯრის ჩასმას.
  • ელექტროობის, სანტექნიკისა და გათბობის მილების გაყვანას.
  • კედლების გალესვასა და იატაკის მოჭიმვას (სტიაშკა).
  • ფასადის სრულ მოწყობასა და თბოიზოლაციას.

აქტუალური კითხვები

1. რამდენი ხანი სჭირდება სახლის აშენებას?

სახლის აშენებას სტანდარტულ პირობებში ჭრიდება 3-4 თვე. ზუსტი დრო დამოკიდებულია სახლის ზომაზე, კონსტრუქციაზე, ადგილმდებარეობაზე და წელიწადის დროზე.

2. რა შედის სახლის მშენებლობის ფასში?

სახლის მშენებლობის ფასში შედის შესაბამისი კარკასის მასალების და შესრულებული სამუშაოს ხელობის ხარჯი.

3. მუშაობთ თუ არა ხელშეკურლების საფუძველზე?

დიახ, ყველა სახლის მშენებლობა რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე რომელიც გაფორმებულია ორივე დამკვეთის და ჩვენი სამშენებლო კომპანიის შორის მშენებლობის დაწყებამდე.

4. რა ეტაპზებს მოიცავს თქვენი მომსახურება?

ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას რაც მოიცავს სახლის დაპროექტებას, აშენებას და რემონტს.

5. შემიძლია თავად ავარჩიო მასალები და მოპირკეთება?

დიახ, მასალების არჩევა შეგიძლიათ სახლის მშენებლობის როგორც კარკასულ ასევე შემდგომ ფაზებში.

6. როგორ ხდება სახლის აშენების მომსახუების გადახდა?

თანხის გადახდა ხორციელდება სახლის მშენებლობის ეტაპების შესაბამისად. როგორც წესი გადახდა ხორციელდება თითო ფილის დასხმის შემდეგ რაც ნიშნავს რომ მთლიანი თანხის გადახდა ხდება 3-4 ნაწილად. ერთიანი გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ 10% ფასდაკლებით.

7. როგორ დავიწყო თანამშრომლობა თქვენს კომპანიასთან?

შეგიძლიათ გაიაროთ პირველადი სატელეფონო კონსულტაცია ჩვენს სამშენებლო ადვაიზორთან ან მობრძანდეთ ოფისში და ადგილზე დააზუსტოთ დამატებითი დეტალები.

მშენებელთა ბრიგადა – სწორი შემსრულებლის არჩევა

პროფესიონალი მშენებლები. ააშენე კერძო სახლი სტრესის გარეშე. გაფორმებული ხელშეკრულება, ფიქსირებული ფასი და ვადები. დარეკეთ!

პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის გადამწყვეტია გამოცდილი მშენებელთა ბრიგადა. ოსტატების შერჩევისას გაითვალისწინეთ:

ხარისხიანი და უსაფრთხო საცხოვრებლის შექმნა წარმოუდგენელია კვალიფიციური კადრების გარეშე. როდესაც დღის წესრიგში კერძო სახლის, კომერციული ფართის ან ბინის რემონტი დგება, გამოცდილი მშენებელთა ბრიგადა პროექტის წარმატებით განხორციელების მთავარი საფუძველია. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სამუშაოების ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით, ხარვეზების გარეშე და დათქმულ ვადებში შესრულებას.

შთაბეჭდილებები

დავით მ.

„ძალიან კმაყოფილი ვართ როგორც მშენებლობის ხარისხით, ისე კომუნიკაციით. მთელი პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობდა და საბოლოო შედეგმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა.“

თბილისი (ლისი)

მარიამ კ.

„თავიდან ყველაზე მეტად ვადები და ბიუჯეტის კონტროლი გვაწუხებდა. საბოლოოდ, პროცესი ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. გუნდი ყოველთვის გვაწვდიდა ინფორმაციას და ჩვენი სახლით ნამდვილად კმაყოფილები ვართ.“

თბილისი (წყნეთი)

ერეკლე ნ.

„ჩვენთვის მთავარი იყო, რომ სახლი ხარისხიანად აშენებულიყო და შეთანხმებული ვადებიც მაქსიმალურად დაცულიყო. განსაკუთრებით მოგვწონს შესრულების ხარისხი და სამშენებლო ჯგუფის მიერ დეტალებისადმი ყურადღება“

საგურამო

პარტნიორები

599 45 82 60